fbpx
ეკონომიკა

გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ”საბერძნეთის ვალის შემცირებას ამ მომენტისთვის არ განვიხილავთ”

”ამ დროისათვის გერმანია არ  განიხილავს საბერძნეთის ვალის შემცირების საკითხს,” – განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრის, ვოლფგანგ სოიბლეს სპიკერმა გერმანულ გაზეთ Bild-თან.

 მისი განცხადებით, ბერლინი საბერძნეთისთვის ვალის დაფარვის პერიოდის გაგრძელებისა და ევროპის სტაბილურობის მექანიზმიდან და მსოფლიო ბანკიდან ქვეყნისთვის სესხების გაცემის წინააღმდეგია.

სოიბლეს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორშაბათს ევროზონის ფინანსთა მინისტრები დეტალურად შეისწავლიან კანონს, რომელსაც საბერძნეთის მთავრობამ ხმა მისცა.

”ჩვენ მივესალმებით ახალი ზომების რატიფიკაციას, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ორშაბათს Eurogroup-ში ვიმსჯელებთ ყველა იმ დეტალზე, რომელსაც საბერძნეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა. მიზანი მეორე შეფასების დახურვაა, თუმცა, ჩვენ ვერ შევძლებთ ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევას,” – განაცხადა გერმანელმა ოფიციალურმა პირმა.

onalem

ტესტ