fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაზოგადოება

გერმანიაში მატარებლის დაჯახების შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა

გერმანული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ადლინგენში სატვირთო მატარებლის დაჯახების შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა. გერმანიის პოლიციამ აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაუდასტურა საქართველოს კონსულს.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა კაცი სადგურში ღამით გადაადგილდებოდა, რომლებმაც ყურადღება არ მიაქციეს მოძრავ სატვირთო მატარებელს. გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი იყო.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ორივე გარდაცვლილის ოჯახის წევრებს დადგენილი წესის შესაბამისად ეცნობებათ მომხდარი.

onalem

ტესტ