გერმანიაში 2018 წელს დაბადებული პირველი ბავშვი ბერძენია – Georgians.gr

გერმანიაში 2018 წელს დაბადებული პირველი ბავშვი ბერძენია

ფილიპოს-გიორგო 2018 წლის შემობრძანებასთან ერთად დაიბადა და ის გერმანიაში 2018 წელს მოვლენილი პირველი ახალშობილია. ბიჭი ბერძენი წყვილის შვილია, რომელიც ეკონომიკური კრიზისის გამო გერმანიაში წლების წინ წავიდა.

“სანამ მის პირველ ტირილს გავიგებდი, მანამდე ფოიერვერკების ხმა მესმოდა,” ამბობს დედა. ის გერმანიაში ბანკის თანამშრომელია.

პატარა ფილიპო-გიორგო ბერლინში, საუნივერსიტეტო კლინიკაში დაიბადა. მას ჯერ კიდევ 2017 წელს ელოდნენ, როცა წელიწადის დასრულებამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, თუმცა მან ამქვეყნად მოვლენა 2018 წელს გადაწყვიტა. როგორც ჩანს, დედის სხეულში თავს ბევრად უსაფრთხოდ გრძნობდა.

მედიის წინაშე პირველი გამოჩენისას ბიჭს მამის ხელებში ჩაეძინა, რომელიც პროფესიით ექიმია.

გერმანული მედია ფილიპოს დაბადებას აღნიშნავს და განიხილავს, როგორც ნიშანს, რომ 2018 წელს გერმანია-საბერძნეთს შორის არსებული ურთიერთობები გაუმჯობესდება.

melano

ტესტ