გერმანია “შემაშფოთებელს“ უწოდებს საქართველოდან უვიზო მიმოსვლის წესების დამრღვევთა რაოდენობის ზრდას

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი “შემაშფოთებელს“ უწოდებს საქართველოდან უვიზო მიმოსვლის წესების დამრღვევთა რაოდენობის ზრდას და აცხადებს, რომ თუ ეს რიცხვი გაიზრდება, მაშინ დაიწყება შეჩერების ამ მექანიზმის ამოქმედება. ტელეკომპანია “იმედის“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მეზიემ განაცხადა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

ამ საკითხზე მიუნხენში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად, შაბათს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრისა დასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა უწოდა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან გერმანიის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის მატებას.

“ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველო აქტიურად არის ჩართული. ჩვენც ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთეთ“, – განაცხადა თომა დე მეზიემ. ერთი კვირის წინ საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ იგეგმება ზომების გამკაცრება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესების დამრღვევთა მიმართ.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რეადმისიის ხარჯი თავად რეადმისირებულ პირებს დაეკისრება. ასევე გამკაცრდება გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურები და გააქტიურდება პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი.

melano

ტესტ