გერმანელმა ტაქსის მძღოლმა ვიკი ლეანდროს 1022 ევრო გამოართვა

“მე ვერ ვიცანი ეს ქალბატონი,” ამბობს ტაქსის მძღოლი, რომელმაც ცნობილი ბერძენი მომღერალი ბერლინში წაიყვანა.

მან ტაქსით 575 კილომეტრი იარა და მძღოლმა არც კი იცოდა, რომ ქალი, რომელსაც მგზავრობის დასრულების შემდეგ შეახსენა, რომ 1022 ევრო ჰქონდა გადასახდელი, ვიკი ლეანდრო იყო, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო.

ლეანდრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა გაიგო, რომ მისი ავიარეისი გადაიდო, თუმცა, ბერლინში კონცერტი ჰქონდა და წასვლას ვერ გადადებდა.

ის ტაქსში ჩაჯდა და უთხრა: “ბერლინში უნდა წავიდე, სწრაფად!”

“თავდაპირველად ვერ ვხვდებოდი ვინ იყო ის, ვფიქრობდი, რომ ტელევიზორში მენახა ან გაზეთებში. მგზავრობის დროს ის გერმანულად და ფრანგულად მღეროდა. როცა ჩავედით, ეკრანზე 1022 ევრო ეწერა, გადამიხადა და მადლობაც მითხრა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, მან კონცერტზეც კი დამპატიჟა,” ამბობს მძღოლი

melano

ტესტ