fbpx
საზოგადოება

გერმანელი წყვილი სკიათოსზე გაფრინდა და სანტორინზე აღმოჩნდა

გერმანელების ხანში შესულმა წყვილმა თავისი დიდი ხნის ოცნების ასრულება გადაწყვიტა და კუნძულ სკიათოსზე გაფრინდა. თუმცა, როდესაც ჩავიდნენ, აღმოაჩინეს, რომ პეიზაჟი იმისგან სრულიად განსხვავებული იყო, რაც ფოტოებზე ენახათ.

ეს წარმოუდგენელი ამბავი გაზეთ Bild-ში გამოქვეყნდა. წყვილმა არასწორი ბილეთი აიღო, სრულიად სხვა თვითმფრინავით გაფრინდა და სანტორინის სამხრეთით, 500 კილომეტრში აღმოჩნდნენ. გაზეთის თანახმად, მამაკაცი ამბობს, რომ სკიათოსზე ადამიანები მთელი მსოფლიოდან იმის გამო მიდიან, რომ თვითმფრინავების აფრენა-დაფრენის პროცესი გადაიღონ, რადგან ისინი ძალიან ახლოს დაფრინავენ სანაპიროებთან.

”ჩვენ ბილეთები 21 ივლისს დავჯავშნეთ, სანტორინზე ჩავფრინდით და იმედგაცრუებულები დავრჩით, რადგან სანტორინი სკიათოსის აეროპორტის სახელი გვეგონა,” ამბობს 51 წლის მამაკაცი.

მაიკლ ბინდერისა და მისი მეუღლის ჰობი თვითფრინავებზე დაკვირვებაა. სწორედ ამიტომ უნდოდათ სკიათოსის მონახულება.

იხილეთ ვიდეო, თუ რა სანახაობის ხილვა სურდა გერმანელ წყვილს სკიათოსზე:

onalem

ტესტ