fbpx
პოლიტიკა

გერმანელების ხოტბა ალექსის ციპრასს: ”ეს პოლიტიკური წარმატებაა”

გერმანული პრესა კვლავ აგრძელებს საუბარს საბერძნეთის ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით. ქვეყანა საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე 25 ივლისს დაბრუნდა და პირველად სამი ძლის მანძილზე 3 მილიარდი ევროს ღირებულების სამთავრობო ობლიგაციები გასცა.

სამთავრობო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი წელიწადში 4,625%-ია. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 21 ივლისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ ათენისთვის მორიგი ტრანშის, 1,6 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა.

გერმანული პრესა ამ საკითხზე მაშინვე ალაპარაკდა, Die Welt-ის მიხედვით: ”ბაზარზე დაბრუნება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ერთ-ერთი ფინანსური მოვლენა. ალექსის ციპრასისთვის ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ მას დიდი წარმატებები აქვს კრედიტორებთან ბრძოლაში. ეს არის პოლიტიკური წარმატება, რომელიც საბერძნეთის პრემიერს მომავალ საარჩევნო კამპანიაში დაეხმარება.”

onalem

ტესტ