georgians.gr -ი მსოფლიო აქცია- დედამიწის საათს უერთდება – Georgians.gr

georgians.gr -ი მსოფლიო აქცია- დედამიწის საათს უერთდება

georgians.gr -ი მსოფლიო აქცია- დედამიწის საათს 19 მარტს, 20:00 – 21:30 უერთდება 

“დედამიწის საათის“ ორგანიზატორია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი .  ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. კამპანია “ერთი საათის ფარგლებს” უკვე გასცდა და მიზნად ცხოვრების წესად დამკვიდრებას ისახავს.

კლიმატის ცვლილება დედამიწის ყველაზე რთული და კომპლექსური გარემოსდაცვითი პრობლემაა. მის ცვლილებაზე ზემოქმედების შესაძლებლობის შანსი ამ ეტაპზე არსებობს, ხვალ შესაძლოა დაგვიანეული აღმოჩნდეს.

ამ დღეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები „დედამიწის საათის“ დადგომისას კიდევ ერთხელ ჩაბნელდებიან და მისი მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების შესაცვლელ მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.

იხილეთ ანიმაცია დედამიწის საათის ისტორიის შესახებ