fbpx
ემიგრაციული სიახლეები

გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას პირველი ოფიციალური ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში

2018 წლის 14-16 მარტს შედგა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას პირველი ოფიციალური ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა შეხვედრები გამართა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრთან პანოს კამენოსთან და საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური შტაბის უფროსთან ადმირალ ევანგელოს აპოსტოლაკისთან.

შეხვედრებზე ბერძნულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, განაახლოს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა, აქტიური წვლილი შეიტანოს საქართველოს ნატო-სთან შემდგომ დაახლოებაში, ასევე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საბერძნეთისთვის საქართველო მთავარი რეგიონული პარტნიორია და მასთან თანამშრომლობა ბერძნული მხარისთვის პრიორიტეტულია.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი, მოინახულა საბერძნეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანაყოფის საწვრთნელი ბაზა და ასევე შეხვდა საბერძნეთის საზღვაო ფლოტის ოფიცერთა აკადემიის ქართველ კადეტებს.

onalem

ტესტ