fbpx
საზოგადოება

გემიდან “Ελευθέριος Βενιζέλος” თითოეული მგზავრი პირეოსის პორტშო უსაფრთხოდ გადმოიყვანეს

გემის”Ελευθέριος Βενιζέλος” ბორტიდან იქ მყოფი 875 მგზავრის უსაფრთხოდ გადმოყვანა პირეოსის პორტში დღეს დილის 07:00 საათზე დასრულდა. გემი ასრულებდა პირეოსი-ხანიას მარშრუტს, როდესაც დაახლოებით  23:30 საათზე, უჩვეულო მიზეზით ხანძარი გაჩნდა და ამის შემდეგ დაიწყო მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრებისთვის თავგადასავალი. ცეცხლი სამგზავრო ავტოფარეხში გაჩნდა, იმ დროს, როცა გემი კუნძულ იდრას ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ღამით დაახლოებით 01:30 საათზე, ეკიპაჟის 141-მა წევრმა 875 მგზავრს სპეციალური გასაბერი ქურთუკები დაურიგა და საბორნე ნავით ევაკუაციისთვის დაიწყო მზადება. საბოლოოდ, დაახლოებით ღამის 02:30 საათზე , როდესაც ხანძარი კონტროლის ქვეშ მოექცა, გემმა შეცვალა მიმართულება და პირეოსის პორტისკენ აიღო გეზი. მაღალი სიჩქარით მოძრავი გემი პირეოსის პორტში დილის 04:00 საათზე შევიდა.

მაგრამ 875 მგზავრის თავგადასავალი, რომელთა შორის ათობით ბავშვიც იმყოფებოდა, ამით არ დასრულებულა. გემის ავტოფარეხებში ცეცხლი ჯერ კიდევ არ იყო ჩამქრალი, ამიტომ, მგზავრთა გადაადგილება ჩვეულებრივ პირობებში ვერ მოხდებოდა.

დაახლოებით 40 წუთი დასჭირდა ელევთერიოს ვენიზელოსის გემის გვერდითი მონაკვეთებიდან მგზავრების გადაადგილებას სპეციალური კიბით.

მგზავრები გემიდან 10 კაციან ჯგუფებად დაყოფილები ჩამოდიოდნენ. პრიორიტეტი მიენიჭათ მოხუცებსა და ბავშვებს. “ჩვენ ყველას შეგვეშინდა, მადლობა ღმერთს, რომ ჯანმრთელებმა გამოვაღწიეთ”, – განაცხადა ქალბატონმა 5:30-ზე, როდესაც მან ბორტი დატოვა.

მგზავრები გადმოყვანისას პირდაპირ E3 კარიბჭესთან გადაჰყავდათ, გემთმფლობელის ბრძანებით, რომ დაქირავებული გემით ჩვეულებრივად გაემგზავრონ ხანიაში.

https://www.facebook.com/protothemagr/videos/271140247041321/

 

onalem

ტესტ