fbpx
საზოგადოება

გაურკვევლობა: ციპრასმა ოპერაცია კერძო კლინიკაში გაიკეთა, ხოლო მადლობას საჯარო კლინიკებს უხდის

ძალიან ძნელი სათქმელია, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა, საკუთარი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანა თუ  ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა, თუმცა საამო კომენტარები ნამდვილად არ მიუღია.

ფაქტია, რომ პრემიერმა თიაქრის ამოკვეთის ოპერაცია კერძო კლინიკა Evgenidio-ში გაიკეთა, ხოლო შემდეგ სოციალურ ქსელში ასეთი განცხადება გამოაქვეყნა: ”საჯარო საავადმყოფოები ჩვენს განსაკუთრებულ ნდობას იმსახურებენ, რადგან აქ ყველაზე ღირსეული პერსონალი მუშაობს.”

აღნიშნული საავადმყოფოს აქციათა უმრავლესობა ათენის უნივერსიტეტს ეკუთვნის, მაგრამ ეს არ არის საჯარო საავადმყოფო და აქ ადამიანებს ჩვეულებრივი ჯანმრთელობის დაზღვევით არ ემსახურებიან.

კომენტატორებმა ასევე გაიხსენეს ალექსის ციპრასის სექტემბერში გაკეთებული განცხადება, რომელშიც ის საჯარო განათლების ეფექტურობაზე საუბრობდა, პარალელურად კი, მისი შვილები ერთ-ერთ ყველაზე ძვირ კერძო სკოლაში მივიდნენ.

onalem

ტესტ