fbpx
საზოგადოება

გაუჩინარებული ემიგრანტი ქალის ისტორია: კითხვები, რომლებიც დღემდე პასუხგაუცემელია

ის საქართველოში 2014 წლის 12 აგვისტოს დაბრუნდა, 13 აგვისტოს სამშობლოში დაბრუნებიდან რამდენიმე საათში მისი კვალი იკარგება.

“იტალიდაან გამოცილების დროს ჩამეხუტა და მითხრა, რა იცი მაგდა იქნებ ჩვენი ბოლო ჩახუტება იყოსო“, – ამბობს დაკარგული ქალბატონის შვილი მაგდა მამალაძე.

47 წლის ქალი, ბოლოს, მისმა მეუღლემ, მაგდას მამინაცვალმა ბეჟან ტურძილაძემ ნახა. ის ნონას თბილისის აეროპორტში დახვდა.

იმ დღის შემდეგ ნონა ცინცაძე თვალით არავის უნახავს. მას არც საქართველოს საზღვარი გადაუკვეთია.

ცინცაძის მეგობარი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს იხსენებს.

„ბეჟანის ვაჟს გოგიტას კაზინოში დიდი თანხა წაუგიაო. ნონამ თქვა, მირჩიეს მაგათ ფული არ ჩაუგდო ხელშიო. მეც ვუთხარი შენ ვალდებული არ ხარ, რომ გოგიტამ ფული წააგოს და შენ უხადოო“, – ამბობს ნონას მეგობარი ია ცინცაძე.

როგორც დაკარგული ქალბატონის შვილი მაგდა იხსენებს, დედის თბილისში ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში მას ბეჟანმა დაურეკა და დედამისის ადგილსამყოფელი იკითხა. შემდეგ კი პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ მისი ცოლი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. გამოძიება ვაკე-საბურთალოს ქვეგანყოფილებაში 7 თვეა მიმდინარეობს. ირკვევა რომ დაკითხული არ არის არც ბეჟან ტურძილაძე და არც მისი შვილი.

კითხვები, რომელიც გაუჩინარებული ქალის შვილს აწუხებს, დღემდე პასუხგაუცემელი რჩება.

იხილეთ ჯერ კიდევ 2016 წელს გასული რეპორტაჟი:

onalem

ტესტ