fbpx
კრიმინალისაზოგადოება

გაუჩინარებული 60 წლის ბრიტანელი ემიგრანტი პლატანიაში გარდაცვლილი იპოვეს

გუშინ შუადღეს კუნძულ კრეტაზე, კერძოდ პლატანიაში ბრიტანეთის 60 წლის მოქალაქე, რომელიც საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფებოდა, გარდაცვლილი იპოვეს. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მამაკაცი მეუღლესთან ერთად აღნიშნულ სოფელში ცხოვრობდა.

მან სახლი გასულ კვირას დატოვა.

მას შემდეგ, რაც აღარ დაბრუნდა, ამ ამბით შეწუხებულმა ცოლმა მისი გაუჩინარების შესახებ ადგილობრივ პოლიციაში განაცხადა და პოლიციამ სახანძრო ბრიგადებთან ერთად ძებნა დაიწყო.

პარასკევს, დაახლოებით 5 საათისთვის მეხანძრეებმა მამაკაცი სასოფლო ტერიტორიაზე, ზეთისხილის ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ამჟამად პოლიცია აუტოფსიის შედეგებს ელოდება, რათა სიკვდილის რეალური მიზეზი გაირკვეს, რადგან ვარაუდობენ, რომ საქმე სუიციდთან გვაქვს. მამაკაცი 27 აგვისტოს შემდეგ გაუჩინარებული იყო.

ადგილობრივი მოსახლეობა შოკირებულია მომხდარით, ვინაიდან, როგორც ჩანს კუნძულზე სუიციდის ფაქტები ხშირად ფიქსირდება.

პლატანია კრეტას ჩრდილოეთით, ხანიიდან მხოლოდ 10 კმ-ს მოშორებით მდებარეობს.

onalem

ტესტ