fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

გაუარესებული ამინდის გამო ატიკის მასშტაბით დღეს სკოლები დაიხურება

რეგიონული დირექტორის გადაწყვეტილებით, საბერძნეთში ბოლო ორი დღის მანძილზე გაუარესებული ამინდის გამო, დღეს სკოლები ატიკის მასშტაბით არ იმუშავებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება ყველა სკოლას.

თუმცა, მანამდე იგივე გადაწყვეტილების შესახებ გვაცნობა ჩრდილოეთ ათენის ადგილობრივმა ხელისუფლებამაც. ხრისტოს კაპატაის თქმით, პარასკევს არცერთი ბაღი და სკოლა არ იმუშავებს აგიოს დიმიტრიოს, ალიმოს, არგირუპოლის, ელინიკოს, კლიფადას, კალითეას, მოსხატოს, ტავროს, ნეა სმირნის და პალეო ფალიროს მუნიციპალიტეტებში.

ციკლონის გამო ათენში, ისევე როგორც სხვა ტერიტორიებზე ძლიერი ქარი მძვინვარებს, რამაც გამოიწვია ხანძრები და ხეების წაქცევა. ტემპერატურამ კი საგრძნობლად იკლო.

სკოლები დაიხურება კეფალონიასა და ზაკინთოზეც.

 

onalem

ტესტ