fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

გატაცებული ლემპიდაკი თავისუფალია: როცა მან პოლიცია დაინახა, ცრემლები ვერ შეიკავა

30 მარტს გატაცებული ცნობილი ბიზნესმენი, მიხალის ლემპიდაკი, პოლიციამ რეთიმნოში, მანქანების სადგომზე იპოვა. ის 45 კილოგრამს იწონის!

როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, მან ვერც კი გააცნობიერა, რომ მისი ტანჯვა დასრულდა და გულამოსკვნილმა ქვითინი დაიწყო: ”აღარ მჯეროდა, რომ გადამარჩენდით.”

ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ექიმმა გასინჯა და პირველი ჩვენებები მისცა.

დაკავებულია ავტოსადგომის მეპატრონე და კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა. საერთო ჯამში კი პოლიციამ შეადგინა 7 ადამიანის სია, რომელთა შორის არიან ავტოსადგომის ყოფილი თანამშრომლები.

აღსანიშნავია, რომ ავტოსადგომი საკმაოდ ცენტრალურ ტერიტორიაზე მდებარეობს, იქ, სადაც უამრავი გასართობი და სოციალური დაწესებულებაა.

იმ დროისთვის, როცა ლემპიდაკი შენობის ზემოთა სართულზე იმყოფებოდა, ავტოსადგომზე ხალხი ჩვეულებრივად მოძრაობდა.

მასთან საჭმელი მიჰქონდათ დღეში სამჯერ, ჩანთებით. ჯერჯერობით ადგილზე იარაღი აღმოჩენილი არ არის.

პოლიცია სენსაციური შემთხვევის გამოძიებას ცდილობს, რომელმაც მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ ლემპიდაკი 30 მარტს, დღის მეორე ნახევარში გაიტაცეს.

onalem

ტესტ