fbpx
პოლიტიკასაზოგადოება

თურქეთში ორი ბერძენი სამხედრო დააკავეს: მათ შესაძლოა ჯაშუშობაში დასდონ ბრალი

გასულ ხუთშაბათს თურქეთში ორი ბერძენი სამხედრო დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ მორიგეობისას ცუდი კლიმატური პირობების გამო საზღვარი უნებლიედ გადაკვეთეს. სამხედროები სასაზღვრო პუნქტში მსახურობენ.

როგორც ცნობილია, ორივე მათგანი სასამართლოს წინაშე წარსდგა და ბრალი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედებათ.

ბერძნებს ტელეფონებში აღმოუჩინეს სურათები, რომლებზეც თოვლში ადამიანების ნაკვალევია ასახული.
თურქულმა პოლიციამ მათ მობილურები ჩამოართვა.
როგორც ისინი აცხადებენ, გზა უამინდობის გამო აებნათ და თურქეთის ტერიტორიაზე გაუთვალისწინებლად აღმოჩნდნენ.

საბერძნეთი თავისი ჯარისკაცების გამოხსნას ცდილობს, თუმცა, ეს ძალიან გართულებულია, ვინაიდან მათ შესაძლოა, ჯაშუშობაშიც დასდონ ბრალი.
ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქეთს საბერძნეთმა რამდენიმე ხნის წინ თურქი სამხედროები არ დაუბრუნა.

onalem

ტესტ