ათენი: შაბათ-კვირას ძლიერი ქარიშხალია მოსალოდნელი მეტეოროლოგი, იანის კალიანოსის განცხადებით

ივნისში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი. ხუთშაბათამდე ნავარაუდევია 37-38 ° C ტემპერატურა, ხოლო შაბათ-კვირას, წვიმები.

ოთხშაბათს იქნება ყველაზე ცხელი ამინდი ქვეყნის უმეტეს რეგიონში. ხუთშაბათიდან უკვე სიცხე შემცირდება ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთ, ასევე სამხრეთ ნაწილებში.

პარასკევს უკვე დასავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებში მოსალოდნელია წვიმები. ქვეყნის თითქმის ყველა ნაწილში, კვირის განმავლობაში ამინდი იქნება არასტაბილური, აღინიშნება ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, წვინები და შესაძლოა, სეტყვაც.

ისიამოვნეთ მზისა და ზღვის აბაზანებით, რადგან შაბათ-კვირას წვიმებია მოსალოდნელი!