fbpx
საზოგადოება

გარდაცვლილია 10 წლის გოგონა, რომელსაც პოლიციელი მოტოციკლით დაეჯახა

თესალონიკში მომხდარი შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა. 10 წლის გოგონა, რომელსაც პარასკევს საღამოს, პოლიციელი მოტოციკლით დაეჯახა, გარდაიცვალა.

შემთხვევა დაახლოებით 21:30 საათზე, აგრარული სასწავლებლის გამზირზე მოხდა.

გოგონა თავის დასთან ერთად ქუჩას კვეთდა, პოლიციელმა კი დროული რეაგირება ვერ მოასწრრო და შეჯახება მოხდა.

ბავშვი მრავალი დაზიანებით პაპაგეორგიუსის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ მსუბუქად დაშავდა გარდაცვლილი გოგონას დაც.

onalem

ტესტ