fbpx
კატეგორიის გარეშე

გარდაცვლილი ევაგელიას ოჯახმა მძიმედ დაავადებულ ბავშვებს 185, 000 ევრო გადაურიცხა

8 წლის ევაგელიას მშობლებმა კრეტადან, რომელსაც მძიმე დიაგნოზი ჰქონდა დასმული და რამდენიმე ხნის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა, გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც უკვე იცით, პატარა გოგონას გადარჩენისთვის თითქმის მთელი ქვეყანა გაერთიანდა და მისი მკურნალობის თანხა რამდენიმე საათში შეგროვდა, თუმცა, ამ ყველაფერმა არ გაამართლა. ფული კი ისევ ფულად დარჩა.

დღეს კი, ამ მძიმე ტკივილის მატარებელმა ალეკოს და გეორგია კასტრინაკებმა შეგროვებული თანხა, რომელიც 185, 000 ევროს შეადგენს, ორ მძიმედ დაავადებულ ბავშვს გადაურიცხეს. მათი ვინაობა ცნობილია, აღნიშნული თანხა მოხმარდება პატარა პანაიოტის ცოლანას და ხრისტოფორო კონსტანტინოპულუს. ისინი უკვე დაეკონტაქტნენ ერთმანეთს.

ევაგელიას მშობლების მიერ გაკეთებულმა საქმემ უდიდესი ძალა და იმედი მისცა ამ ორი ბავშვის მშობლებს, რომლებისთვისაც აქამდე მხარდაჭერა არავის გამოუცხადებია. ისინი დიდ მადლობას უხდიან კასტრინაკებს.

onalem

ტესტ