fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

გარდაცვალების წინა დღეს ვასილის ბესკენიმ საკუთარი შვილი მონათლა

როგორც უკვე ცნობილია, დღეს ცნობილი ჟურნალისტი ვასილის ბესკენი 43 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა შოკში ჩააგდო მთლიანად ბერძნული ჟურნალისტიკის სამყარო და გული დასწყვიტა იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც მას მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ.

ის ბოლო წლებში მუშაობდა ტელეკომპანია SKAI-ზე, წარსულში კი ERT-ზე და კულტურის სამინისტროში.

ბესკენის უეცარი სიკვდილის ამბავმა მის კოლეგებში უდიდესი მწუხარება გამოიწვია და ისინი სოციალურ ქსელებში ამას ღიად გამოხატავენ.

რაც ახალგაზრდა კაცის სიკვდილს ყველაზე ტრაგიკულს ხდის არის ის, რომ ვასილიმ ჯერ კიდევ გუშინ საკუთარი შვილი მონათლა, დღეს დილით კი მისმა ოჯახმა საშინელი დანაკარგი  განიცადა.

ბესკენი 1973 წელს დაიბადა და მას შემდეგ. რაც სწავლა დაასრულა, 1990 წლიდან ჟურნალისტიკის სფეროში პირველი ნაბიჯი შედგა. ჰყავდა მეუღლე და 1 წლის ვაჟი.

onalem

ტესტ