fbpx
კრიმინალი

განუკითხაობა საბერძნეთის ციხეებში: პატიმარი ბადრაგს დაესხა თავს

ბოლო დროს საბერძნეთის ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ ხშირად იწერება. საუბარია სრულ განუკითხაობასა და იმ საშინელ პირობებზე, რომელშიც პატიმრებს უწევთ ყოფნა. სულ რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთი მათგანი სტომატოლოგიური პრობლემით გარდაიცვალა, რადგან ციხეში სტომატოლოგი ფიზიკურად არ არსებობდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით,  ამჯერად ტრიკალას ციხეში პატიმარსა და ბადრაგს შორის გარკვეული შელაპარაკება მოხდა, რომელიც თავდასხმით დასრულდა. ბადრაგს ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული.

პატიმარი მას დანის მსგავსი ცივი იარაღით დაესხა თავს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ციხის ბადრაგის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

onalem

ტესტ