fbpx
პოლიტიკა

განგაში: ერდოღანი 8 ჯარისკაცის გამო საბერძნეთში ბოროტმოქმედებს აგზავნის

გავრცელებული ინფორმაციით, სრულ მზადყოფნაშია საბერძნეთის პოლიცია და ეროვნული დაზვერვის სანსახური, რადგან არსებობს საშიშროება, რომ თურქეთის საიდუმლო სამსახური 8 თურქი სამხერდო პირის მოკვლას ეცდება; ისინი ამ დროისთვის დაცულ ტერიტორიაზე იმყოფებიან.

გაზეთ “Real News-ში” დაბეჭდილ სტატიაში ნახსენებია ,რომ ამ სამხედრო პირებმა ეროვნული დაზვერვის სამსახურს მიაწოდეს ინფორმაცია: “თურქული საიდუმლო სამსახური არ გაწირავს თავის წევრებს ჩვენს მოსატაცებლად ან მოსაკლავად. ისინი ასე არ მოქმედებენ. ისინი ისეთ დამნაშავეებთან თანამშრომლობენ, რომლებიც ასეთ შემთხვევებში მათ ბინძურ საქმეებს აგვარებენ”.
ეს ინფორმაცია საკმარისი აღნოჩნდა იმისთვის, რომ ეროვნული დაზვერვის სამსახურს უსაფრთხოების მკაცრი ზომები მიეღო.

“არ ელოდოთ აგენტებს, ერდოღანი ბოროტმოქმედებს გამოგზავნის. ისე ,რომ გეგმების არასწორად განვითარების შემთხვევაში, შეძლებს ყველაფრის მათთვის გადაბრალებას”,- ამბობენ თურქი სამხედროები.

გასულ სამშაბათს თურქეთის მთავრობის წარმომადგენელი, ბექირ ბოზდაღი, დაემუქრა საბერძნეთს, რომ ანკარა მოიტაცებს იმ 8 თურქ სამხედრო პირს, რომელმაც 2016 წლის ივლისში, თურქეთში მომხდარი გადატრიალების შემდეგ დახმარებისთვის საბერძნეთს მიმართა.

“შეიძლება საბერძნეთმა ისინი ჯერ კიდევ არ გასცა და იქნებ მათი დაცვის გაძლიერებას აპირებს. იქნებ საბერძნეთი მათ მხარს უჭერს, ისევე, როგორც სხვა ქვეყნები. მაგრამ, რაც არ უნდა გააკეთონ, ჩვენი ვალია მოვძებნოთ გიულენის ორგანიზაციის წევრი და გადატრიალების მომწყობი სამხედრო პირები და დავაბრუნოთ თურქეთში”, – განაცხადა თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

ეს განცხადება საკმარისად საგანგაშო აღმოჩნდა ათენისთვის.

თავდაცვის მინისტრმა ამის შესახებ ნატოს (NATO) ამცნო და პარალელურად თურქი ჯარისკაცების დაცვის გეგმა დასახა.

8-ვე ჯარისკაცი მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფება. მათ თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ დაცული ტერიტორიის შიგნით. მათთან ვიზიტი დასაშვებია მხოლოდ მათი ადვოკატებისთვის და ყველა, ვინც ამ ტერიტორიაზე შედის, მკაცრ კონტროლს გადის.

სნაიპერები და ანტიტერორისტული ძალები გარშემო ტერიტორიას კონტროლებენ, ასევე მკაცრად კონტროლდება მათი საკვები.

onalem

ტესტ