განახლებული ინფორმაცია: ჯიბის ქურდები, რომლებიც ცვლებში მუშაობდნენ, დასვენება და თვიური ხელფასები პროგრამაში

როგორც ჩანს, საბერძნეთის პოლიციამ უდიდესი საქმე გააკეთა და ქურდების დიდი დაგჯუფება აღმოაჩინა. აღნიშნული კრიმინალური დაჯგუფება კარგად იყო ორგანიზებული. ისინი “მუშაობდნენ” ცვლებში. ყოველ კვირას ადგენდნენ პროგრამას, ვინ იმუშავებდა დილით, ვინ საღამოს, ვინ დაისვენებდა და ა.შ.

ისინი იპარავდნენ მეტროებში, ავტობუსებში, ტროლეიბუსებსა და სხვა საჯარაო ტრანსპორტში. იპარავდნენ საათებს, ყელსაბამებს, საფულეებს და ა.შ. საბერძნეთის პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა. მათი უმეტესობა ალბანელია. კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი 2 ალბანელი იყო, რომლებიც წარსულში ასევე ნასამართლევი იყვნენ ქურდობისთვის. ზუსტად ეს პირები ადგენდნენ პროგრამას, ვინ სად მოიპარავდა, ვინ დაისვენებდა, ვინ იმუშავებდა დილით და ვინ საღამოს. ტელეფონის საშუალებით გასცემდნენ ბრძანებებს და თვის ბოლოს, კრიმინალური დაჯგუფების წევრებს ხელფასიც კი ქონდათ.

გამომდინარე აქედან ისინი იპარავდნენ, აგროვებდნენ და თვის ბოლოს ინაწილებდნენ. ამავე დროს, ჩანს რომ საბერძნეთის პოლიცია ერთ ქართველ ქალს უთვალთვალებდა და ეჭვი ქონდა, რომ ის ამ დაგჯუფების წევრი იყო. მისი თვალთვალის დროს, პოლიციამ აღმოაჩინა სარდაფი ათენის ცენტრში. როგორც ჩანს, სარდაფის პატრონი ბერძენი მამაკაცია, რომელიც უცხოეთში იყო წასული რამოდენიმე დღით და ქართველს დაუტოვა გასაღები, რათა ხანდახან სარდაფი დაელაგებინა. პოლიციამ იქ იპოვა უძველესი ძვირფასი ნივთები, (თუმცა არა სამკაულები, საფულეები და სხვა რამ, რასაც კრიმინალური დაჯგუფება იპარავდა).

პოლიცია მიხვდა, რომ ალბანურ კრიმინალურ დაჯგუფებას აღნიშნულ ბერძენ მამაკაცთან კავშირი არ აქვს, თუმცა მან უნდა აღიაროს, თუ საიდან მოიტანა ეს უძველესი ნივთები. ასევე ჩანს, რომ ალბანურ დაჯგუფებასთან კავშირში იყო ბერძენი ყოფილი პოლიციელი, რომელიც ნაქურდალიდან იღებდა წილს, ტელეფონებისა და პასპორტების სახით.

წყარო: http://www.cnn.gr/news/ellada/story/97813/speira-portofoladon-doyleye-me-vardies-repo-kai-miniaio-mistho#/