გამოძიება კომპანია Novartis მიერ ქრთამის გაცემის ფაქტებზე

პროკურორმა პანაიოტის ათანასიუმ მოითხოვა გადასახადების სრული ანგარიშსწორება შვეიცარიული წამლების დამამზადებელი კოპანია  Novartis-გან, რომელსაც ფილიალები აქვთ საბერძნეთში, ასევე სია მთელი რიგი მაღალი რანგის წარმომადგენლებისა.  უნდა აღიკვეთოს ყველა შესაძლო გადაუხდელობისა და ფულის გათეთრების ფაქტი. 

გამოძიება მოიცავს ბოლო ათ წელს. ცალკე გამოძიება უნდა ჩატარდეს ქრთამის აღების საქმეზე, რომელიც გულისხმობს კომპანიის მიერ ექიმებისა და მთავრობის წარმომადგენლების მოსყიდვას, რათა კომპანიის პროდუქტის გაყიდვაში ხელი შეეწყოთ.

ათანასიუმ ბრძანება გასცა, გაეხსნათ  ბანკის ყველა  ანგარიში, რომელიც ამ კომპანიას უკავშირდება. ეს იქნება საწყისი მტკიცებულება იმიტომ, რომ  კომპანიის წარმომადგენელთა სახელები იქნება ბანკის მომხმარებელთა სიაში, რომელთაც  დიდი თანხა აქვთ ანგარიშზე.

რამდენიმე ხნის წინ შედგა შეხვედრა პრემიერ მინისტრს ალექსის ციპრასსა და მაქსიმოს მანსიონს შორის, რომელსაც მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს, თუ რა გზებით შეიძლება კორუფციასტან ბრძოლა. ეს შეიძლება დაეხმაროს ამჟამინდელ გამოძიებას Novartis-თან დაკავშირებით.