fbpx
პოლიტიკა

ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთი 2 ბერძენი ჯარისკაცის 8 თურქ ჯარისკაცში გაცვლას ითხოვს

წერილი თურქეთის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, აჰმეტ ბერატ ჯონკარმა, ნატოში 31 მაისს გააგზავნა.

განცხადების თანახმად, თურქეთის წარმომადგენელი ამბობს, რომ მისი ქვეყანა იმედგაცრუებულია საბერძნეთის პოზიციით, რომ გადატრიალების მომწყობი პირები თურქეთისთვის ჯერ არ გადაუცია.

ის ამბობს, რომ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ბერძნების დასაბრუნებლად, მაგრამ არა თურქი ოფიცრების გაცემის სასარგებლოდ.

აჰმეტ ბერატ ჯონკარი ბერძნულ სასამართლოს ფარისევლობაშიც ადანაშაულებს, რადგან ის, თურქეთის “დამნაშავეებს” არც აბრუნებს და არც “სჯის”.

ამავდროულად მას მიზანში ჰყავს ამოღებული ევროპარლამენტარი, ევა კაილისი, რადგან მან ვარშავაში 28 მაისს, ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კომიტეტის საგაზაფხულო შეხვედრაზე, ნატოს გენერალურ მდივანს, ანგელოს მიტრეტოდისა და დიმიტრი კუკლაძის გათავისუფლება სთხოვა.

onalem

ტესტ