fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ათენი: გამოცდილი იურისტების უფასო იურიდიული კონსულტაციები ქართველი ემიგრანტებისათვის

კვირას, 30 აპრილს, 16:00 საათზე, საბერძნეთის ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საადვოკატო ბიურო ათენში – “ემიგრანტთა მხარდაჭერის ორგანიზაცია” (OYM – Οργανισμός Υποστήριξης Μεταναστών), ქართველი ემიგრანტებისათვის გამართავს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს კულტურის ცენტრ “კავკასიაში”.

ძირითდი სამუშაო თემები:

  • როგორ მოვიპოვოთ ბინადრობის ნებართვა საბერძნეთში (Άδεια διαμονής);
  • როგორ მოვიპოვოთ საბერძნეთის მოქალაქეობა (Ιθαγένεια);
  • როგორ მოვიპოვოთ თავშესაფარი საბერძნეთში (Άσυλο); –
  • წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი, და სხვ.

დასწრება: თავისუფალი.
უფასო იურიდიული კონსულტაციებზე ემიგრანტთა მხრიდან გაზრდილი მოთხოვნილების გათვალისწინებით, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია წერილობით (დართული ელექტრონული ანკეტა, შესავსებად), ან დარეკეთ შემდეგ ტელეფონებზე: 210 8219579 / 210 7211226 / 6999640412 / 6979184318
მისამართი: პატისიონის ქ. 81 (იგივე, 28 ოქტომრის), I სართული („ვიქტორიის მოედანი“), ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასიაში”.

აღსანიშნავია, რომ “კავკასია” ემიგრანტებისათვის პერიოდულად ატარებს უფასო იურიდიულ კუნსულტაციებს როგორც ბერძენი, ასევე ქართველი იურისტების დახმარებით. მაგალითად, ასე იყო გასული წლის 17-24 აპრილს, „ჰუმანიტარული აქციების“ დროს, როდესაც საქართველოდან ჩამოსულ ექიმთა დელეგაციასთან ერთად, ჩვენს ემიგრანტებს, მთელი კვირის განმავლობაში უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს ცნობილმა ქართველმა ადვოკატებმა, ქალბატონმა ლედი ტუკვაძემ და ბატონმა ბესიკ ბოგდანოვმა.