fbpx
საზოგადოება

გამანადგურებელი წყალდიდობის საფრთხის ქვეშ მყოფი ატიკის ტერიტორიები

კატასტროფული წყალდიდობის ყველაზე დიდი შანსია ატიკის ტერიტორიაზე, რაც წარმოდგენილია წყალდიდობის რისკის მართვის გეგმაში. აღნიშნული გეგმა დამტკიცებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ.

ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ კათიმერინიში («Καθημερινή»), რომელშიც ნათქვამია, რომ ეს 15 დამტკიცებული პროექტიდან უკანასკნელია და მოიცავს არა მხოლოდ დაუცველ ტერიტორიებს, არამედ წინადადებებს პრობლემების მოგვარების მიზნით.

სარონიდას, ანავისუს, პალეა ფოკეას ტერიტორიები, ლუტრაკის დაბალი ზონა, ხმელთაშუა ზღვის ტერიტორია, მეღარონი-ნეა პერამუს დაბალი ზონა, ასპროპირგო-ელევსინას დაბალი ზონა, მარათონას ხელოვნური ტბის დაბალი ზონა, მარათონა-ნეა მაკრის სანაპირო ზოლი, კიფისოს აუზი, ვარი-კოროპიუს, აგიწ მარინას სანაპირო ზონები – ეს ის ადგილებია, რომლებიც გეგმაში წერია. მესოგიაში ტერიტორიის 55.7% მაღალი წყალდიდობის რისკით ხასიათდება . უფრო მგრძნობიარე ტერიტორიაა თორიკოს კალივია, ჩრდილოეთით.

კვლევამ აჩვენა, რომ წყალდიდობის დროს  ძალიან ზარალდება ვრავრონას დასავლეთი ნაწილი, ისევე როგორც მარკოპულუს პორტის სამხრეთი ნაწილი.
 ასევე ყველაზე დაუცველია მანტრა და ელევსინა, მაგულასა და ასპროპირგოს აღმოსავლეთ ნაწილი.
 მარათონა – ნეა მაკრის დაბლობის ტერიტორია ნაკლები რისკის ქვეშ იმყოფება.

წყალდიდობის შემთხვევაში, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფება მდინარე აგიოს პანტელეიმონას დასახლება, მარათონას დასახლების დასავლეთი და ნეა მაკრის ნაწილები.

onalem

ტესტ