fbpx
კრიმინალი

გაიშიფრა კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც საბერძნეთში იარაღს ასაღებდა

ბერძენმა სამართალდამცავებმა ხუთი მამაკაცი და ერთი ქალი დააკავეს, ასევე დაკავებულია ერთი პიროვნება იმათიის რეგიონში.

ირაკლიოს პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფება გაშიფრა და იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო იმპორტისა და გაყიდვის ბრალდებით, საერთო ჯამში დაკავებულია 7 პირი.

იარაღი უცხო ქვეყნიდან, კერძოდ, ბულგარეთიდან შემოჰქონდათ. დანაშაულებრივი ჯგუფის აღმოჩენა, ირაკლიოს პოლიციის გრძელვადიანი, საფუძვლიანი გამოძიების შედეგი იყო.

სულ ექვსი ბერძენი დააკავეს, ხუთი მამაკაცი და ერთი ქალი: 55, 30, 44, 45, 29 და 32 წლის ასაკის. ამავე დროს, ალექსანდრიის უშიშროების განყოფილების თანამშრომლებმა, იმათიის რეგიონში კიდევ ერთი ბერძენი დააკავეს. დაკავების შემდეგ ამოიღეს 16 ცეცხლსასროლი იარაღი, 8 პისტოლეტის საკეტი და 2,700 ვაზნა.

 

onalem

ტესტ