fbpx
საბერძნეთი

42 გრადუსამდე აღწევს ტემპერატურა მომდევნო დღეებში

პაპანაქება სიცხე მთელ საბერძნეთს მოედება მომდევნო დღეებში, როგორც სინოპტიკოსი იანის კალიანოს იუწყება.

ცნობილი მეტეოროლოგი თავის facebook გვერდზე გამაფრთხილებელ პოსტს დებს, სადაც საზოგადოებას აცნობებს, რომ ხუთშაბათიდან (29.06.2017) აფრიკის ცხელი ჰაერის ნაკადი ჩრდილოდასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ შეიჭრება.

საშინელი სიცხე მთელ მსოფლიოში გახდება საგრძნობი. კერძოდ, ევროპის აღმოსავლეთისა და სამხრეთის უდიდეს ნაწილებში დაისადგურებს გაუსაძლისი სიცხე, ასევე მთელ ხმელთაშუა ზღვაზე, კვიპროსში, თურქეთსა და შუა აღმოსავლეთშიც. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ცხელი ნაკადი რუსეთშიც შეიჭრება.

აქამდე, 36 -37 oC -იც აუტანელი იყო ეხლა კი, ხუთშაბათიდან კვირამდე ტემპერატურა კვლავ იმატებს, 40oC გადასცილდება, რაც უფრო გაართულებს გადაადგილებს ქალაქში. „ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ეს იქნება ყველაზე მაღალი ტემპერატურა“ აცხადებს იანის კალიანოს.