fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთში წარმატებული ყველაზე პატარა ქართველი მოდელი. გაიცანით ელისაბეტი

ათენში, ქართულ – ბერძნულ ოჯახში დაბადებულმა 3 წლის მოდელს, ელისაბეტ გიუნაშვილი-სარიდის, სამოდელო სააგენტო ,,newmodel agency„-მ ოფიციალური კონტრაქტი წელიწად ნახევრის წინ გაუფორმა და ის მის ერთ-ერთ წარმატებულ სახედ მიიჩნევა.

სამი წლის პატარა ლამაზმანმა უკვე მოახერხა და 2017 წელს, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბერძნული საბავშო ტანსაცმლის ბრენდის ,,Marasil”-ის სახე გახდა, ხოლო წელს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა თავის კარიერაში და მიმდინარე წლის აპრილიდან ცნობილი ბერძნული ტანსაცმლის კომპანია ,,Bambolino“ -ს სახე გახდა, მას კომპანიამ კონტრაქტი შესთავაზა და საკუთარი ნაწარმის წლევანდელი წლის მთავარი კაბის რეკლამირებისთვის სახედ სწორედ პატარა ელისაბერტი შეარჩია .