fbpx
ემიგრაციული სიახლეები

გაიცანით ესპანური Voice-ის ლიდერი გიორგი მღებრიშვილი

დაიბადა და სკოლა დაამთავრა ქარელის რაიონის სოფელ რუისში. შემდეგ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.დღეს 21 წლის გიორგი მღებრიშვილი ყველასთვის ცნობილი თავისი იუმორისტული სკეჩებით ,ცხოვრობს ბარსელონაში და  ესპანური ვოისის ლიდერია.

რამდენი წელია რაც ბარსელონაში ხართ და რატომ ბარსელონა ?

-დიდი ხანი არ არის რაც ბარსელონაში ვცხოვრობ,დაახლოებით 3 თვეა…ბავშვობიდანვე  მქონდა  განსაკუთრებული სურვილი ბარსელონაში ცხოვრება და ალბათ ამან განაპირობა შემდგომ ჩემი აქ წამოსვლა.

რას მიიჩნევთ თქვენი ესპანეთში ცხოვრების პოზიტიურ და ნეგატიურ მხარედ ?

-სადაც არ უნდა ვცხოვრობდე ალბათ ყველგან პოზიტიურად ვიქნები…

რამ გადაწყვეტინათ სოცილაური მედიისთვის განკუთვნილი ვიდეოების შეგექმნათ და ელოდით თუ არა ასეთ პოპულარობას როცა პირველ ვიდეოს ქმნიდით?

-თავდაპირველად არც მიფიქრია,რომ ვიდეობს სოციალურ ქსელში ავტვირთავდი…ეს მოხდა მეგობრების თხოვნით…თუმცა ნამდვილად არ მიფიქრია,რომ ამხელა გამოხმაურება მოყვებოდა…

თქვენი ვიდეოები საკმაოდ პოპულარულია და უამრავი ინტერნეტ თაყვანისცემელი გყავთ, რას ფიქრობთ რამ განაპირობა ასეთი პოპულარობა ?

-მოგახსენებთ,რომ ჩემი სკეტჩები გადაღებულია ძირითადად ქუჩის და ოჯახურ სიტუაციებზეა…ძირითადად შექმნილი მყავს ჩემი პერსონაჟი,რომლესაც თვითონვე ვასახიერებ…სიტუაციებში არის უამრავი პოზიტივი და ამასთან ერთად ხუმრობაში ნათქვამი ბევრი სიმართლეც…რაც ჩემს მაყურებელს ძალიან მოწონს და ეს მე მახარებს.

ამჟამად ერთ- ერთი ესპანური მუსიკალური კოკნკურსის მონაწილე და რეიტინგული ლიდერი ხარ, ( მოგვიყევით კონკურსის და მასში მონაწილეობის გადაწყვეტილების და მიმდინარე პროცესის შესახებ)

-დიახ მონაწილეობას ვიღებ ესპანურ ვოისში,სადაც ვლიდერობთ…რაც ჩვენი(ქართული -დიასპორის) საზოგადოების  დამსახურებაა,რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს…და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება.კონკურსში მონაწილეობის მიღებაც იყო მეგობრების რჩევა,თუმცა ისიც უნდა ვაღიარო,რომ სიმღერას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში.

სტატია აღებულია diaspora.ge-დან