fbpx
საზოგადოება

გაიცანით ერთადერთი ბერძენი, რომელიც წელიწადში 300 დღე მოგზაურობაშია

გინესის რეკორდების წიგნი გვამცნობს, რომ ბაბის ბიზასი ერთადერთი ბერძენი მამაკაცია, რომელიც წელიწადში 300 დღეს მოგზაურობაში ატარებს. ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იმ ადამიანთა შორის, რომელთაც დედამიწის ყველაზე მეტი წერტილი აქვთ ნანახი.

ბიზასი 1954 წელს არტაში დაიბადა. ის არის მკვლევარი, მწერალი და ტურების გიდი.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სადაც მან რამდენიმე ენა, მათ შორის, ინგლისური, რუსული, ფრანგული და ესპანური ისწავლა, მან გადაწყვიტა მუშაობა ისეთ სფეროში დაეწყო, რომელიც მოგზაურობასთან იქნებოდა დაკავშირებული.

რამდენიმე წლიანი მოგზაურობის შემდეგ, ის თამამად ამბობს, რომ ერთადერთი ბერძენი და ერთ-ერთია იმ მცირე ადამიანთა შორის, რომელთაც დედამიწის ორივე, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსი აქვს მონახულებული.

ის 1996 წელს ექსპედიციის ფარგლებში ჩრდილოეთ პოლუსს ეწვია, ხოლო თითქმის 18 წლის შემდეგ, 2014 წელს, სამხრეთ პოლუსზე იმოგზაურა.

როგორც ის ამბობს, ეს მისი, როგორც ბერძენის ვალდებულება იყო, რომ იქ საკუთარი ქვეყნის დროშა აეწია.

შეიძლება აქამდე არ იცოდით, მაგრამ ბაბის ბიზასი საბერძნეთის ცოცხალი ლეგენდაა.

onalem

ტესტ