გაიცანით ბიჭი, რომელიც გონიოს სანაპიროზე ჟოლოს ყიდის და სწავლის ფულს აგროვებს!

ჟურნალისტი ნინუცა კახნიაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოსა და ამბავს, რომელსაც გონიოს სანაპიროზე შეესწრო. როგორც ის ჰყვება, ჟოლოს გამყიდველ ბიჭს, ჯემალ გოჩიტიძეს, რომელიც ასე სწავლის ფულს აგროვებს, დამსვენებელმა ქალმა შეურაცხყოფა მიაყენა…

ნინუცა წერს:

“სანაპიროზე ჟოლოთი ხელში პატარა ბიჭი დადის. არავის არაფერს უშავებს. ღიმილიანი სახით გეკითხება, ქალბატონო, ჟოლოს ხომ არ მიირთმევ? თუ ეტყვი, რომ არა, წარმატებულ დღეს გისურვებს და გზას აგრძელებს. ახლა ჩვენც ჩაგვიარა. ჩვენ ჟოლო არ გვინდოდა, მაგრამ გვერდზე ახალგაზრდა ქალი ირუჯება ( გაჭირვებულს არ ჰგავს, პირიქით) და დიალოგი:

– სანაპიროზე სიარულს და ჟოლოს გაყიდვას, გირჩევნია, წახვიდე და ისწავლო…

– რომ ვსწავლობ და სწავლის გადასახადს ვიხდი, იმიტომ ვშრომობ….

მერე ამ ბიჭს სხვა გამყიდველი გამოესარჩლა და ამ ქალის მორიგი პასუხი: – ეგრე შრომა რომ არ მინდა, იმიტო ვწევარ მე გასარუჯად და თქვენ – არა….

ბავშვს შერცხვა და გაიქცა ცრემლიანი თვალებით და ქალბატონი გადაბრუნდა, მზისგან დამცავი წაისვა და გარუჯვა გააგრძელა!!!

P.S ჯერ ვერ მოვიფიქრე ამ ქალს რა გავუკეთო ისეთი, რომ ისე შევარცხვინო სახალხოდ, როგორც ეს პატარა ბიჭი შეარცხვინა, მაგრამ აუცილებლად მოვიფიქრებ რამეს!”

ჯემალ გოჩიტიძე
13695266_10208655225911156_2029830583_n

melano

ტესტ