fbpx
საქართველო

გაიცანით ბერძნული ”ფსიტოპოლიო” თბილისის შუაგულში

დღეს შუადღეს მივედი Greek Pointში და პირადად გავიცანი მისი დამფუძნებელი ალექსანდრე ჯორჯიკია. ის ახალგაზრდა, პოზიტიური და თავის საქმეზე შეყვარებული პიროვნებაა

რამდენიმე ბერძნული კერძი შევუკვეთე და იმედები გამიმართლდა. გრიქ პოინთი საბერძნეთში მდებარეფსიტოპოლიოებსარაფრით ჩამოუვარდება, არამედ პირიქით. აქ კარტოფილი და პომიდორი ქართულია. თავად აცხობენ და აბრტყელებენ ”პიტას”.

Greek Point-ის შესახებ აქამდეც ვიცოდი და ფეისბუქ გვერდსაც ვადევნებდი თვალს, თუმცა, კერძების დაგემოვნების საშუალება დღემდე არ მომეცა.”

ალექსანდრე ჯორჯიკია ოჯახთან ერთად წლების განმავლობაში საბერძნეთში ცხოვრობდა. საქართველოში უკვე 17 წელია დაბრუნდა და როგორც თვითონ ამბობს, საკმაოდ წარმატებული კარიერაც ააწყო და წლების განმავლობაში სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა.

ალექსანდრეს სურდა საბერძნეთთან და იმ დროსთან, რომელიც ცხოვრების საუკეთესო პერიოდს ახსენებდა, კავშირი არ დაეკარგა. ამიტომ 2 მეგობართან ერთად საქართველოში ბერძნული კუთხის გახსნა გადაწყვიტა და 7 თვის წინ მარჯანიშვილის ხიდის ქვეშ გრიქ ფოინთი გახსნა. ის მთელ დროს საკუთარი ბიზნესზე ზრუნვას უთმობს.

ჩემთვის გრიქ ფოინთი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბიზნესის კეთება. მე მთავარ აქცენტს შემოსავლის მიღებაზე არ ვაკეთებ. ამ საქმიანობაში იმ ემოციასა და მუხტს ვდებ, რომელიც საბერძნეთში მივიღე. ბერძნების ტრადიციული კერძიგირო”, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს, იმდენად მიყვარდა, რომ კვირის განმავლობაში მუდმივად ფულს ვაგროვებდი და კვირის ბოლოს აუცილებლად მივირთმევდი მას. ეს ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლებთან და ყველაზე გემრიელ მოგონებებთან ასოცირდება. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. თუმცა ჩემი ემოციები არ განელებულა.

ახლა კი შანსი მომეცა და თბილისში გავხსენი Greek Point, სადაც სწორედ იმ კერძებს, იმ არომატებს ქმნიან, რასაც ჩემი ბავშვობა უკავშირდება. საბედნიეროდ, ბერძნული გემოსა და არომატისდაჭერაშევძელით და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ქართველ შეფმზარეულს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სალონიკში მუშაობდა,” – განმარტავს ალექსანდრე ჯორჯიკია.

დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ბერძენი ხალხისა და მათ მიმართ, ვინც საბერძნეთიდან დაბრუნდა და ბერძნული საკვებისა და ყავის მიმართ ნოსტალგია აქვს, ვისაც უყვარს და ენატრება ეს ქვეყანა. ძალიან ცუდი იქნება, რომ მათ იმედი გავუცრუოთ და ის არ დავახვედროთ, რასაც ელოდებიან. სწორედ ამიტომ, მთელი გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის ემოციური მუხტი მივცეთ ჩვენს მომხმარებლებს, რასაც ჩვენგან ელიან,” – ამბობს Greek Point-ის შეფ-მზარეული, ხრისტო აბაიაძე.

Greek Point-ში კერძების მოსამზადებლად მაიონეზს არ იყენებენ, მის სანაცვლოდ საფირმო სოუსს – “ძაძიკს” შემოგთავაზებენ. მთავარ აქცენტს სიჯანსაღესა და სიმწვანეზე აკეთებენ და ყველა კერძი ბერძნული, კერძოდ, სალონიკური წესებისა და ტრადიციების დაცვით კეთდება. სპეციალურად Greek Point– ისთვის ინგრედიენტები საბერძნეთიდან ჩამოდის, რაც კერძებს განსაკუთრებულად “ბერძნულს” ხდის.

ამჟამად Greek point საქართველოში ერთადერთი ბერძნული კუთხეა. თუმცა, დამფუძნებლები ბერძნული კუთხეების გახსნა ბორჯომში, ბაკურიანსა და ბათუმში გეგმავენ. ასევე, ქსელი ფარათოვდება თბილისის მასშტაბითაც. განსაკუთრებული იქნება ბათუმის ფილიალი, რომელსაც რესტორნის სახე ექნება და ხორცთან ერთად, თევზსა და ტკბილეულსაც შესთავაზებს მომხმარებელს.

Greek point-ს თბილისის მასშტაბით კერძების ადგილზე მიტანის სერვისიც აქვს.

თავდაპირველად, სამოყვარულო დონეზე დავიწყეთ საქმიანობა. თუმცა მალევე მიხვდვით, რომ ჩვენს შეთავაზებას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და შემდგომი განვითარება იყო საჭირო.სესხით შევძელით ჩვენი მომხმარებლებისთვის ადგილზე მიტანის სერვისის შეთავაზება.”

Greek Point მდებარეობს თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მარჯანიშვილის ხიდის ქვეშ 0160 Tbilisi, Georgia.

Greek Point-ში კურიერად ან სამზარეულოში მუშაობის მსურველებმა შეგიძლიათ გააგზავნოთ მოკლე რეზიუმე (CV) ფეისბუქ გვერდზე. დააჭირეთ ბმულს – Greek point

onalem

ტესტ