გაფრთხილება: ხვალ საბერძნეთში ხანძრის გავრცელების მაღალი რისკი ფიქსირდება!
საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნოს ინფორმაციით, ხვალ, 5 აგვისტოს, ქვეყნის რამდენიმე ნაწილში ხანძრის გავრცელების მაღალი რისკები ფიქსირდება. მათ შორის არის ატიკაც.
ხანძრის პრევენციის რუკის თანახმად, ასეთი ტერიტორიებია:
- ჩრდილოეთ ეგეოსის რეგიონი (კუნძული ხიოსი და ლესვოსი)
- სამხრეთ ეგეოსის რეგიონი (კიკლადების კუნძულები)
- სტერეა (ვიოტია, ევია, სკირო)
- ატიკის რეგიონი
- პელოპონისო (კორინთია, არგოლიდა)
ნარინჯისფრად აღნიშნულია ტერიტორიები, რომლებიც მიეკუთვნებიან მე-4 რისკის ჯგუფს, ანუ ძალიან მაღალი რიკის ჯგუფს.