fbpx
საბერძნეთი

გაფრთხილება ძეხვში აღმოჩენილ სალმონელასთან დაკავშირებით!

სურსათის კონტროლის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს ხორცთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. კერძოდ, ΕΦΕΤ იტყობინება, რომ ხორცის პროდუქტების შემოწმების შედეგად, ერთ-ერთ ძეხვში სალმონელას ბაქტერია აღმოჩნდა.

პროდუქტის სახელწოდებაა «prime meat-σεφταλιές χοιρινές κατεψυγμένες», თარიღით 24-3-2017 24-3-2018 და არის Χ. ΜΙΧΑΣ ΑΕΒΕ-ს წარმოების.

ΕΦΕΤ-მა აღნიშნული პროდუქტის გაყიდვებიდან ამოღება მოითხოვა, ხოლო მოსახლეობას მოუწოდებს, თუკი უკვე შეიძინეს მსგავსი დასახელების ძეხვი, სასწრაფოდ გადაყარონ ის.

შეგახსენებთ, რომ სალმონელა ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. სალმონელას ბაქტერია ნორმალურ პირობებში, ძირითადად, ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც იგი ფეკალიებთან ერთად გამოდის. ადამიანები ინფიცირდებიან, ძირითადად, დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით.

როგორც წესი, სალმონელათი დაავადებულებს არ აღენიშნებათ სიმპტომები. სხვა შემთხვევებში წარმოდგენილია ფაღარათი, სიცხე ან მუცლის სპაზმები ინფიცირებიდან 8-72 საათის შემდეგ. ჯანმრთელი ადამიანები სამედიცინო ჩარევის გარეშე რამდენიმე დღეში ჯანმრთელდებიან.

ზოგიერთ შემთხვევაში, სალმონელას ინფქეციასთან დაკავშირებულმა ფაღარათამ შესაძლოა იმდენად გამოფიტოს ადამიანი, რომ საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

onalem

ტესტ