fbpx
საზოგადოება

გაფიცვა ათენში: როგორ იმოძრავებენ ავტობუსები 30 და 31 მაისს!

ცნობილი გახდა, რომ ათენში 30 და 31 მაისს ავტობუსები განსხვავებული განრიგით იმუშავებენ.

კერძოდ, ოთხშაბათს, 30 მაისს, ავტობუსები ოფიციალურად იმუშავებს დილის 09:00 საათიდან, საღამოს 21:00 საათამდე. თუმცა, რეალურად მძღოლები მუშაობას დაახლოებით 10:00 საათიდან დაიწყებენ, ხოლო მუშაობის შეჩერებას 20:00 საათიდან.

აღნიშნულია, რომ განრიგი ეხება OASA-ს ყველა ავტობუსს, ასევე აეროპორტის Express ავტობუსებს.

რაც შეეხება, ხუთშაბათს, 31 მაისს, ავტობუსის მძღოლები 24 საათიან გაფიცვას აცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ სხვა დანარჩენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს ჩვეულებრივ რეჟიმში.

onalem

ტესტ