გადასახადების გადაუხდელობა მიკონოსზე პიკს აღწევს – დახურულია უამრავი დაწესებულება

წარმოუდგენელი ეპიზოდები მჟღავნდება გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებით მიკონოსზე, ხოლო აუდიტორები 48 საათიანი “ბოქლომების” დადებასა და შემოსავლების ჩამორთმევას აგრძელებენ.

კერძოდ, ინფორმაციის თანახმად, შვეიცარიასთან დაკავშირებული 2 POS (სალარო აპარატი) იქნა ნაპოვნი ლუი ვიტონის მაღაზიაში მიკონოსის ცენტრში. კიდევ ერთი ასეთი POS აღმოჩნდა ამავე კომპანიის სხვა ფილიალში Nammos Village-ში.

ასევე, Nammos Village-ში, ლუი ვიტონის მაღაზიაში, ესპანელი თანამშრომლები დაზღვეული იყვნენ ესპანურ IKA- ში და ამ პრაქტიკის ლეგიტიმურობის გამოძიება ამჟამად მიმდინარეობს. მათ ორი POS უკვე ჩამოართვეს.

ამავდროულად, მიკონოსზე, პარაგაში მდებარე კალუას ცენტრში ჩატარებული შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 3,500 ევროს ოდენობის ჩეკები არ იყო გამოწერილი, ხოლო იმავე ტერიტორიაზე მოქმედი ტურისტული საქონლის მაღაზიაში, არ ქონდათ საქონლის შეძენის ანგარიშები. ცენტრი 48-საათით დაიხურა.

ასევე, ცნობილი კატრინის რესტორანს, მიკონოსის ცენტრში, ჩამოერთვა ყოველდღიური შემოსავლების 19,000 ევროს ოდენობის ქვითრები, რადგან აღმოჩნდა, რომ კომპანიას ვადაგადაცილებული და დაურეგულირებელი ჰქონდა საგადასახადო სამსახურის დავალიანება, 380,000 ევროს ოდენობით.

48 საათით დაიხურა ასევე დიდი სამრეცხაო მიკონოსზე, 13,000 ევროს ოდენობის, 67 ჩეკის ამოურტყმელობის გამო.

melano

ტესტ