“ფულის წვიმა” აგრინიოს გზაზე

ათობით კუპიურა, რომელიც აგრინიოს სადგურთან ახლოს ცენტრალურ გზაზე ეყარა, ცვლის დამთავრების შემდეგ სახლისკენ მიმავალმა პოლიციელმა იპოვა.

ეს შემთხვევა 15 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში მოხდა, თუმცა მხოლოდ 1 კვირის შემდეგ გახდა ცნობილი. პოლიციელი, შვილთან ერთად ცენტრალური გზით მიდიოდა, როდესაც მანქანიდან ასფალტზე დაყრილი ათობით კუპიურა შენიშნა.

მან ავტომობილი გააჩერა და დაუდევრად დაიწყო ფულის აკრეფა, პირველ რიგში, იმ მიზნით, რომ ქარს არ გაეფანტა ის. შემდეგ, მან თავის მეგობარს, KTEL-ის ტაქსისტს დაურეკა, კუპიურების აკრეფაში დასახმარებლად.

საბოლოოდ, შეგროვებულმა თანხამ 1200 ევრო შეადგინა, რომელიც თანამშრომელმა პოლიციის განყოფილებაში მიიტანა. როგორც გაირკვა, ფული ეკუთვნოდა ქალბატონს, რომელსაც დაკარგული თანხის ძებნა მეზობლებში დაუწყია. პოლიციამ აცნობა მას, რომ გამოცხადებულიყო განყოფილებაში კუთვნილი ფულის მისაღებად.

წესიერი პოლიციელი კი შექებას იმსახურებს ასეთი პატიოსნებისთვის, რაც ჩვენს დროში ნამდვილად იშვიათი თვისებაა.

melano

ტესტ