fbpx
კრიმინალი

ფთიოტიდა: დამლაგებელმა ქალმა სახლში მძინარე ქურდები იპოვა

შაბათს, აღმოსავლეთ ფთიოტიდაში უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა. ქალმა, რომელიც ნაქირავები ბინის დასალაგებლად შევიდა სახლში, იქ სამი მძინარე, უცნობი მამაკაცი ნახა.

სასოწარკვეთილმა ქალმა საშველად ყვირილი დაიწყო, რამაც მძარცველები გააღვიძა. ისინი შეშინებულები ცდილობდნენ აივნიდან გადაძრომას და გაქცევას.

საბოლოოდ, ქურდები ისე გაიქცნენ, რომ სახლის გასატეხად განკუთვნილი იარაღები და მოპარული ფულის წაღება დაავიწყდათ.

სტილიდას პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ეს იარაღები და ფული ექსპერტიზას გადაუგზავნეს გამოსაკვლევად, რადგან არის ეჭვი, რომ თანხა, რომელიც ქურდებს სახლში დარჩათ, სხვა ყაჩაღობების შედეგად არის მოპარული.

ამავდროულად, lamianow.gr-ის მიხედვით, გენეტიკურ ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი ის საბნები, რომლებიც ქურდებს ძილის დროს ეფარათ.

 

onalem

ტესტ