fbpx
საზოგადოება

ფსიხიკო: მაშველები თხრილში ლეკვის გადასარჩენად ჩავიდნენ, თუმცა, ვერ პოულობდნენ

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ათენის მდიდრულ გარეუბანში, ფსიხიკოშია გადაღებული. ცხოველთა გადარჩენის ფონდის თანამშრომლები ლეკვის გადარჩენას ცდილობდნენ და ამისთვის თხრილში ჩავიდნენ, სადაც ძაღლი იყო მოქცეული და საშინელ ხმებს გამოსცემდა.

ადგილზე იყვნენ ΕΥΔΑΠ-ის თანამშრომლები და სახანძრო ბრიგადაც. ისინი სამაშველო მილებით ლეკვის პოვნას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. კონკრეტულად სად იყო ის, ამის დადგენა ვერ ხერხდებოდა.

საბოლოოდ გუნდის წევრებმა თხრილში საჭმელი დატოვეს და მეორე დღეს დაბრუნდნენ, რათა ლეკვი უსაფრთხოდ ამოეყვანათ და ეს შეძლეს კიდეც.

იხილეთ ვიდეო:

https://www.facebook.com/146413035926747/videos/324042065004837/

onalem

ტესტ