fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ფრთხილად! თუ დაგირეკეს შემდეგი ნომრებიდან, არ უპასუხოთ!

ბოლო პერიოდში მსგავსი სახის თაღლითობის მსხვერპლი უამრავი ადამიანი გახდა. მათ მიიღეს შეტყობინებები და ზარები ნომრებიდან, რომლებიც ეკუთვნის ბოსნიას, მალდივებს, საუდის არაბეთს, რუსეთს და ა.შ. რეალურად, ზარის განხორციელება ხდება ღამის საათებში, ვინაიდან გამიზნულია, რომ ზარი უნდა იყოს გამოტოვებული.

საჩივრები, რომლებიც ელექტრონული დანაშაულის დირექტორატში შევიდა, იტყობინებიან, რომ ზარებს იღებდნენ ბოსნიიდან, ჰერცოგოვინადან და მალდივებიდან, კოდებით 00387 და 00960. მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ აღნიშნული ნომრებზე უკან არ გადარეკონ და არც მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნონ. თუკი SMS მოუვათ, სწრაფად წაშალონ ის.

აღიშნულ ნომრებზე ზარის განხორციელების შემთხვევაში თქვენი ბალანსიდან თითქმის მთლიანი თანხა ჩამოიჭრება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ: 11188

onalem

ტესტ