fbpx
რელიგიასაზოგადოება

ფოტოები აგრინიოდან: მორწმუნეებმა პაისიოს მიერ მოხარშულ წაბლს თაყვანი სცეს

გასულ სამშაბათს საბერძნეთის ქალაქ აგრინიოში, წმინდა დემეტრეს ეკლესიის ეზოში, ათონელი პაისიოს სულის მოსახსენიებელი ღამისთევა ჩატარდა.

გადავხედოთ ისტორიას. ცნობილია, რომ როდესაც პაისიო ჯარისკაცი იყო და კონკრეტული დანიშნულების ადგილისკენ მიემართებოდა, ქალაქი აგრინიო გაიარა. ამიტომ ჩატარდა ღამისთევა სწორედ აქ.

იქ შეკრებულ მორწმუნეებს ჰქონდათ შანსი, რომ მისი წმინდა ხატისა და წმინდა ნაწილებისთვის პატივი მიეგოთ. თუმცა, მათ თაყვანი სცეს ასევე წაბლს, რომელიც პაისოს მიერ იყო მოხარშული. დიახ სწორედ იმ წაბლს, რომელიც მან მოხარშა და შემდეგ გადაინახეს.

აღნიშნული წაბლი თავის დროზე პაისიომ აკურთხა და ორ სტუდენტს გადასცა. 27 წლის შემდეგ კი, (როგორც სასულიერო პირები ამბობენ) წაბლი ფორმას არ კარგავს და შიგნიდან ნაყოფის ხმაც კი ისმის.

onalem

ტესტ