ფოტო-შოკი: სასიკვდილო ავარია სანაპიროს გზაზე

ორი ახალგაზრდა მამაკაცი ავარიის მსხვერპლი გახდა – ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, მეორე კი ადგილზე გარდაიცვალა.

საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა სანაპიროსთან მდებარე გზაზე მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მძღოლმა კონტროლი დაკარგა, კურსიდან გადაუხვია და ამობრუნდა. მანქანაში მყოფ ორ ახალგაზრდას, როგორც ჩანს, უსაფრთხოების ქამრები არ ეკეთა, რის გამოც ერთ-ერთი მანქანიდან გადმოვარდა და ასფალტზე დაეცა.

ხალხი მათ დასახმარებლად სწრაფად გაემართა. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ხოლო მეორე ასფალტზე უგონო მდგომარეობაში იწვა და არანაირი სასიცოცხლო ნიშნები არ ეტყობოდა.

ავარიამ მანქანების მოძრაობა შეაფერხა, რის გამოც გრძელი საცობი შეიქმნა. პოლიციის ინფორმააციით, ინციდენტი 16:00 საათზე მოხდა. მძიმედ დაშავებული ახალგაზრდა 1993 წელს დაბადებული ალბანეთის მოქალაქეა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გადაცვლილი კი 1995 წელს დაბადებული საბერძნეთის მოქალაქე აღმოჩნდა.