fbpx
მსოფლიო

ფიზიკოსი და კოსმოლოგი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფიზიკოსი და კოსმოლოგი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სტივენ ჰოკინგი ცნობილი იყო თავისი ნაშრომებისთვის შავი ხვრელის და ფარდობითობის შესახებ. ასევე შექმნა მრავალი სამეცნიერო წიგნი, მათ შორის “დროის მოკლე ისტორია” (A Brief History of Time).

სტივენ ჰოკინგი დაიბადა 1942 წლის 8 იანვარს დაიბადა. 21 წლის ასაკში ახალგაზრდა ფიზიკოსს ლუ გერიგის დაავადება ანუ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი განუვითარდა – მძიმე განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც ნერვკუნთოვანი ადამიანს უკარგავს მოძრაობის უნარს და მას სრულიად უმწეოს ხდის. ამან ჰოუკინგი 30 წლის ასაკში დამბლამდე მიიყვანა.

დაავადებას მისთვის მეცნიერული მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია. 1962 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა, მოგვიანებით კი კოსმოლოგიის შესასწავლად კემბრიჯში გადავიდა, სადაც, ასტრონომიის ინსტიტუტში პროფესორის წოდებაც მიიღო.

ჰოკინგის სამეცნიერო მოღვაწეობა დიდი აფეთქების ფიზიკური საფუძვლების ახსნასა და შავი ხვრელების შიგნით სივრცისა და დროის მნიშვნელოვანი დეფორმაციის გამოკვლევას უკავშირდება.