fbpx
კულტურასაბერძნეთი

ფერმერმა უძველესი ძეგლები აღმოაჩინა, როდესაც ზეთისხილის ხეებს რგავდა

ცენტრალურ საბერძნეთში, კერძოდ, ატალანტიში ფერმერმა, რომელსაც ზეთისხილის ხეების დარგვა უნდოდა, უძველესი ძეგლები აღმოაჩინა. ნიადაგის მომზადების პროცესში, იგი ხელსაწყოებით ისეთ რამეს წააწყდა, რაც ძალიან ჰგავდა ქანდაკებას. მან, დაუყოვნებლივ, აცნობა ხელისუფლებას, რის შემდეგაც დაიწყო გათხრები. შედეგად, არქეოლოგებმა 4 “კუროს” ქანდაკება და სასაფლაოს ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, უძველეს ქალაქს – ოპუსს ეკუთვნოდა.

აღმოჩენილი “კუროს” ქანდაკებების ტიპი პირველად, საბერძნეთის არქაულ პერიოდში გამოჩნდა. იგი წარმოადგენს ახალგაზრდა მამაკაცის შიშველ სხეულს. ძველბერძნულად სიტყვა “კუროს” სწორედ ახალგაზრდა ბიჭს ნიშნავს.

ზემოთ აღნიშნული გათხრების დროს, პირველი ქანდაკება ოქტომბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს. რის შემდეგაც კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ საზოგადოებას წინ უფრო საოცარი შედეგები ელოდა.

არქეოლოგებმა  სტანდარტული ზომის, 4 კირქვის ქანდაკება და ერთიც, ქანდაკების ფუნდამენტის ნაწილი აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ აღმოჩენილი ქანდაკებები ამ დრომდე ხელუხლებელი იყო. მათი სიმაღლე 0.86 მეტრიდან 1.22 მეტრამდე მერყეობს.

უკანასკნელი ქანდაკება პარასკევს, 2 ნოემბერს აღმოაჩინეს. მისი სიმაღლე 0.95 მეტრია.

გათხრები მინდვრის მხოლოდ მცირე მონაკვეთზე ჩატარდა. ნაპოვნი ქანდაკებების ქვეშ, ნიადაგის უფრო ღრმა ფენებში, არქეოლოგებმა უძველეს სასაფლაოს მიაგნეს. ამ დროისათვის ზუსტად 7 საფლავია აღმოჩენილი.

საფლავები ძვ.წ მე-5 საუკუნიდან ახ.წ მე-2 საუკუნემდე პერიოდით თარიღდება.

თანამედროვე ქალაქ ატალანტიში აღმოჩენილი ეს სასაფლაო, სავარაუდოდ, უძველესი ქალაქის – ოპუსის კუთვნილება უნდა ყოფილიყო.

ოპუსი თანამედროვე ატლანტის ძველი სახელწოდებაა. იგი საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე უძველეს ქალაქად მიიჩნევა.

 

onalem

ტესტ