fbpx
კრიმინალი

ფატალური ინციდენტი სიგრუს გამზირზე

ოთხშაბათს, 10 მაისს სიგრუს გამზირზე ფატალური ინციდენტი მოხდა. გარდაცვლილია მანქანის მძღოლი.

მან საჭეზე კონტროლი დაკარგა და გაჩერებულ მანქანებსა და რკინის ბოძებს შეასკდა.

ავარია შუადღეს მოხდა და გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანის ძრავა გზაზე გადმოვარდა.

33 წლის მძღოლი გენამიტას საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გზაში გარდაიცვალა.

პოლიცია შემთხვევის გარემოებებს იძიებს.

onalem

ტესტ