fbpx
საბერძნეთი

50% ფასდაკლება ავტობუსის ბილეთებზე (“კტელ”): ვის ეკუთვნის და რა არის საჭირო ფასდაკლების მისაღებად?

ათასობით შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე ადამიანს არ შეეძლო შეღავათის გამოყენება, რომელიც მას ეკუთვნოდა ავტობუსის ბილეთებზე. “ΕΣΑμεΑ”-ს (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაცვის ორგანიზაცია) მოქმედებებიდან გამომდინარე გამოსავალი იქნა ნაპოვნი. საბერძნეთის სატრანსპორტო ორგანიზაციამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა უნდა ისარგებლონ 50%-იანი ფასდაკლებით. შეღავათით ისარგებლებენ ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთ დოკუმენტს:
– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის სტატუსის დამადასტურებელი ბარათი (2016 წლის);
-მერიის მიერ გაცემული ფასდაკლებაზე რეგისტრაციის ბენეფიციარის სერტიფიკატი;
-დასკვნა, რომელშიც აღინიშნება 67%-ით შეზღუდული შესაძლებლობის ქონა.