fbpx
საბერძნეთი

Facebook-ზე ატვირთული ფოტო ახალგაზრდას ჯარიმის ფასად უჯდება

წყალქვეშა სამყაროს მოყვარულმა ახალგაზრდა მეთევზემ, კუნძული კოსიდან, სოციალურ ქსელში საკუთარი ნანადირევის ფოტო ატვირთა. თუმცა, მოგვიანებით ეს ძალიან ინანა.

კერძოდ, ზღვის ბინადართა დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ფოტო ნახა და ამის შესახებ კუნძულის ხელისუფლებას შეატყიბინა.

როგორც აღმოჩნდა მეთევზის მიერ დაჭერილი თევზი (Σαλάχι καρχαρίας) იმ იშვიათ სახეობებში შედის, რომლებზე ნადირობაც აკრძალულია.

ხელისუფლებამ გარკვეული ზომების მიღება გადაწყვიტა და ბიჭს მძიმე ადმინისტრაციული სანქცია (ჯარიმის სახით) ემუქრება. თუმცა, თავის მხრივ, ბიჭი აცხადებს, რომ თევზი აპრილის ბოლოს დაიჭირა და არა მაისში, როცა კანონი ამოქმედდა. შესაძლოა, ამის გამო, მას ჯარიმა აღარ დაეკისროს.

onalem

ტესტ