fbpx
იუმორი

ადონის გეორგიადის ტელე-გაყიდვებს სრულიად წყვეტს

მის შემდეგ რაც ის სოციალური ქსელების ეპიცენტრი გახდა, ადონის გეორგიადისმა გადაწყვიტა რომ ტელე-გაყიდვები სრულიად შეწყვიტოს.

გარდა წიგნების გაყიდვისა, რაზეც ხალხი უკვე “შეჩვეული” იყო, მან გადაწყვიტა “თერაპიული” ჟილეტის გაყიდვაც პირდაპირ ტელე-არხზე. არა მარტო ეს, არამედ მან ჟილეტი პირდაპირ ჩაიცვა და მისი ტელე-გადაცემაც ესე წაიყვანა.

მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ხალხსაც მეტი რა უნდოდა და სოციალურ ქსელებში ადონის გეორგიადის, რასაც ქვია.. გაათახსირეს.

შეგახსენებთ რომ ადონის გეორგიადის, ბერძნული პარტიის, “ახალი დემოკრატიის” ვიცე-პრეზიდენტია. ეს პარტია კი სიდიდით მეორე ადგილზეა საბერძნეთის პარლამენტში და დიდი ვარაუდით მომდევნო არჩევნებზე დიდი შანსი აქვს მმართველი პარტია გახდეს.

მის დღევანდელ გადაცემაში, ადონიმ თქვა რომ ის სრულიად აჩერებს ტელე-გაყიდვებს რადგან ყოველთვის კრიტიკის ქვეშაა ამ საქმიანობის გამო. ის ამბობს რომ ტელევიზიის მეშვეობით 1999 წლიდან ყიდის წიგნებს (და არა მარტო) და გული წყდება რომ ამ საქმეს გააჩერებს.